პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული

პარლამენტის შენობასთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

სპეცრაზმი მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

გარდა ამისა, სპეცრაზმმა გააფრთხილა ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები