ბლოგერი მიშა ზარდიაშვილი: კოშმარი იყო რასაც ჩემს ეზოში შევესწარი, პირდაპირ სახეში ესროდნენ პოლიციელებს პიროტექნიკას, ასევე მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებით სავსე ბოთლებს

უმძიმესია იმის ყურება შენს საკუთარ ფანჯრებს, როგორ ჩაუვლის მოლოტოვის კოქტეილი, როგორ ჩაუვლის და თან არაერთი. უმძიმესია, იმის ყურება მიმდებარედ მანქანები და მაღაზიები, როგორ ილეწება. და ამ დროს ვუსმენ სინდისთან არცთუ ისე კარგ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს, როგორი ზე-მშვიდობიანი აქციააო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რაც სადარბაზოებში ხდება და არც იმაზე ასაკიანი დედა ყოველ წამს, რომ შიშშია ცეცხლი არ წაეკიდოს ბინას… ეს ყველაფერი მოსაწონია?! ეს ყველაფერი მოსაწონია, „დიადი იდეის” სახელით?!, – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ძალადობრივი აქციის ეპიცენტრში მცხოვრები ბლოგერი მიშა ზარდიაშვილი.

იგი „ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს და დეტალურად საუბრობს ვითარებაზე, რასაც საკუთარი თვალით შეესწრო.

„ამდენი დღის განმავლობაში თავს ვიკავებდი… თუმცა გადავწყვიტე დღეს დავწერო. ვისაც სრულად წაკითხვა არ შეგიძლიათ, მათთვის არ იქნება ეს სტატუსი. თუ ვინმე რაიმეში არ დამეთანხმებით, უფალმა დაგლოცოთ თქვენს გზაზე. უბრალოდ ასქროლეთ და შეგიძლიათ წახვიდეთ თქვენი გზით. ეს ელემენტარული შეგნების ამბავია ჩემთვის – უამრავ რამეში არ ვეთანხმები ადამიანებს, მაგრამ აზრადაც არ მომივა, რომ პირად სივრცეში, პირად გვერდზე და კერძო საკუთრებაში შევუვარდე. ეს ორჯერ ორი ოთხია…

მოკლედ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ აქციების ეპიცენტრში ვცხოვრობ და ასმაგად უმძიმესია დამღლელი და უმძიმესი დღის მერე იმ ქაოსის და არეულობის ყურება, რაც ჩემს ქუჩაზე და ჩემს ეზოში ხდება. ეზოს, გარკვევით ვწერ. ეზო კერძო საკუთრებას, ნიშნავს. უმძიმესია იმის ყურება შენს საკუთარ ფანჯრებს, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მოლოტოვის კოქტეილი, როგორ ჩაუვლის და თან არაერთი. და არამხოლოდ მოლოტოვი… უმძიმესია იმის ყურება, მიმდებარედ მყოფი, თავისთვის გაჩერებული მანქანები და მაღაზიები, როგორ ილეწება. და ამ დროს ვუსმენ სინდისთან არცთუ ისე კარგ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს, როგორი ზე-მშვიდობიანი აქციააო. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უმძიმესი დღის დასასრულს, უბრალოდ მინდა დავრჩე ჩემს თავთან მარტო, ვიგრძნო სიმშვიდე და მოვახდინო ძალების აღდგენა შემდეგი დღისთვის.

ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმას, უმძიმესი დღის ბოლოს, დამატებით კიდე ამ უზარმაზარი ქაოსის პირადი შემსწრე, რომ ვარ. მაგრამ ცოტა ანალიზს თუ მოუხმობთ, მიხვდებით, რისი გაძლება მიწევს, თავისი ღამის თენებებით. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რაც სადარბაზოებში ხდება და არც იმაზე ასაკიანი დედა ყოველ წამს, რომ შიშშია ცეცხლი არ წაეკიდოს ბინას… ეს ყველაფერი მოსაწონია?! ეს ყველაფერი მოსაწონია, ,,დიადი იდეის” სახელით?!

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მოვლენებს – მე პირადად ჩემი ცხოვრების გზა დიდი ხნის წინ ავირჩიე. როდესაც შენს არსს მიუახლოვდები, მაშინ გარეთა მოვლენებში ენაგადმოგდებული აღარ ეძებ ბედნიერებას და გეხსნება გარე მოვლენების მიმართ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა.

ვისაც ევროპები, მოგზაურობები, აეროპორტის რიგში ურიგოდ ჩადგომები და ის ეგრეთ წოდებული ,,ევროპული ბენეფიტები” გგონიათ ბედნიერების წყარო – ღმერთმა თქვენი გზით გაგიმარჯოთ – ჩემს ეზოს, სახლს, კერძო საკუთრებას, რატომ უქმნით საფრთხეს… თუ ,,პატრიოტული მიზნებით” გამართლებულია ძალადობა, თქვენთვის აბსოლუტურად უცხო და უცნობი ადამიანების ფსიქიკაზე და სახლებზე?! ან რომ გვამადლით, რომ თურმე ყველა ადამიანის სახელით დგახართ აქციაზე – ჯერ მე მკითხეთ, რა არის ჩემთვის ბედნიერების წყარო, ოცნება და მიზანი?! მახსენდება კოვიდ-ისტერიის დროს, იგივე ლიბერალური იდეოლოგიის ფაშისტები, როგორ გვამადლიდნენ – შენს მაგივრად ავიცერიო… გაანებეთ თქვენთვის უცნობი ადამიანების ცხოვრებებს თავი. ოდესმე თქვენთვის ჩემი ოცნება ან მიზანი მომიხვევია თავზე?! ან თქვენი ფსიქიკისთვის, რაიმე დამიშავებია?! ან ჩემი მიზნის გამო ადამიანები ინსულტებამდე მიმიყვანა ნერვიულობით?! თქვენ დაზომბირებულები ხართ და უბრალოდ არ გესმით, რა არის ინდივიდის თავისუფლება, კერძო საკუთრება, თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი. ასეთი მასა უბრალოდ ვერ იტანთ თქვენგან განსხვავებულ ადამიანებს.

რა თქმა უნდა. იმ აქციაზე წესიერი და სხვისი პირადი სივრცის პატივისმცემელი ადამიანებიც დგანან. მაგრამ დიდი ნაწილი პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობს ადამიანების ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.

ცალსახად საშინელებაა ძირს დაგდებული ადამიანისთვის ფეხის დარტყმა. მაგრამ სამართლიანობას და ობიექტურობას ცალმხრივად ნუ აშუქებთ. კოშმარი იყო რასაც ჩემს ეზოში შევესწარი. პირდაპირ სახეში ესროდნენ პოლიციელებს პიროტექნიკას სპეციალური ტრუბებიდან. ასევე მოლოტოვს კოქტეილებს. ქვებით სავსე ბოთლებს. აღარ ვლაპარაკობ პოლიციელების ცოლებს და დედებს, რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ. შემდეგ პოლიციაც გამოვიდა მდგომარეობიდან.

ვიღაცები ემიგრაციაში, შორიდან მარტო კონკრეტულ არხებს, რომ უყურებთ – მე ჩემი თვალით ვესწრები ამ ვანდალიზმს უკვე რამდენიმე დღეა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა კოშმარის გავლა უწევს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ გულდასაწყვეტია ბულინგის შიშით ბევრი ხმას, რომ ვერ იღებს. ან ვისი გეშინიათ, ასეთ მოძალადეებს ხომ მენტალური დახმარება სჭირდებათ?! მაგრამ სამწუხაროდ, ეს ელიტა ქმნის დღეს ქვეყანაში ამინდს და ბევრ ადამიანს, მათ შორის ქოუჩს, ფსიქოლოგს თუ ეზოთერიკოსს ეშინია ხმის ამოღება, რომ ამ ლიბერალური ბაბლიდან მერე არ გარიცხონ.

დღეს მორალს ისეთი ხალხი გვიკითხავს, ვინც ანგარების და ფულს გამო ქმრებს ღალატობენ და მალდივებზე „პაესდკის” გამო სულს ყიდიან და როგორ დავიჯერო, რომ ასეთ ხალხს ქვეყანა უყვარს… ადამიანების, ვინც მხოლოდ თრობის მდგომარეობაში ხედავენ ცხოვრებაში ბედნიერებას, ასეთი ადამიანები დღეს ცხოვრების სისწორეზე, პატრიოტიზმზე და წესიერებაზე მორალს გვიკითხავს.

ფარისევლურ-კუდაბზიკურ-პრადვინუტი „ელიტა” და „პროგრესულები” დღეს ბრძანებებს გასცემენ, სად უნდა ვიდგეთ, რა პოზაში გვეძინოს, რა ფიქრები გვქონდეს ჩვენს საკუთარ ტვინში და ასე შემდეგ…

დაიხსომეთ, არანაირი გარე მტერი არ არსებობს. ძალები შემოინახეთ ერთადერთ და მთავარ მტერთან საომრად და ეს თქვენივე თავია“, – წერს სოცქსელის ბლოგერი მიშა ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები