ვაჟა სირაძე: დღევანდელი აქცია დაიწყო ძალადობრივად, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების და პიროტექნიკის სროლა – იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა

დღევანდელი აქცია დასაწყისისთანავე დაიწყო ძალადობრივად, 400-კაციანმა ჯგუფებმა უკვე თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი ქმედებები, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში, შსს-ს თანამშრომლები ითმენდნენ აქციის მონაწილეების ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი სისტემატიურად ჩადიოდნენ.

“ბოლო დღეებია აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში. დღევანდელი აქცია დასაწყისისთანავე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა უკვე თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფების მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც, იძულებული გავხდით დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა. ყველამ კარგად დავინახეთ ბოლო დღეებში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების აგრესიული ხალხის მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი სისტემატიურად, ფაქტობრივად გაუჩერებლად ჩადიოდნენ. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. ესროდნენ პიროტექნიკას და სხვადასხვა რკინის საგნებს. სერიოზული დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის, რამდენიმე პოლიციელს ქირურგიული ჩარევები დასჭირდა”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები