“პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით” – იონათამიშვილი
“პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება, ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და, ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა.
„პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია.
სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა. მისი ეკიპირება და “აღჭურვა“ გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ მომზადებულ, ორგანიზებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე. არამცთუ უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ ძალადობის ჩასადენად მის გამოყენებას შეიძლება ბავშვის განვითარებაზე უმძიმესი შედეგები მოჰყვეს.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დარჩნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მეტად გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობები და ის შედეგები, რაც შესაძლებელია მათ მიერ ბავშვების ინსტრუმენტალიზებას მოჰყვეს“, – წერს რატი იონათამიშვილი.