ომბუდსმენი მოუწოდებს საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვნების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ომბუდსმენი მოუწოდებს საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვნების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.