“არ ვიცი, რატომ უნდა მოვითხოვოთ ეთერი იმ პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთაც თავიანთი ტელევიზიები აქვთ; ტრიბუნა მივცეთ ხალხს, ვისი ხმაც არ ისმის, გვარამიას ხმა კარგად ისმის” – ლევან ლორთქიფანიძე
“არ ვიცი, რატომ უნდა მოვითხოვოთ ეთერი იმ პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთაც თავიანთი ტელევიზიები აქვთ; ტრიბუნა მივცეთ ხალხს, ვისი ხმაც არ ისმის, გვარამიას ხმა კარგად ისმის”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დავინახე მაგალითად, ირაკლი ლომოური, შესანიშნავი ქართველი მწერალი, მისი ხმა არ ისმის დღეს საზოგადოებაში, გვარამიას ხმა კარგად ისმის. ასე რომ, ჩვენ აქ ნაწილი არ ვდგავართ იმისთვის, რომ იმ ხალხს, ვისაც ხმა აქვს, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ. ტრიბუნა სჭირდებათ ადამიანებს. გუშინდელმა ეთერმა აჩვენა, რომ ხალხს სწყურია ნამდვილი ადამიანების გამოსვლები, ხალხს სწყურია იმ ხალხის გამოსვლები, ვინც ყოველ დღე იბრძვის და იზიარებს ისეთივე გაჭირვებას, როგორშიც არის უმრავლესობა. ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს შენიშვნა, რომელიც ნაწილს აქვს ამ დემონსტრაციაზე“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.