რეზო ამაშუკელი: ხალხს დაავიწყდა, მიშას დროს წაკუზული რომ იყო
„სასწრაფოდ დააპატიმრეთ გიგა ბოკერია“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ პოეტ რეზო ამაშუკელთან ინტერვიუს აქვეყნებს. რეზო ამაშუკელი ინტერვიუში იმ საფრთხეებზე საუბრობს, თუ რა საშიშროება ელის სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება.
„ახლა რასაც ვიტყვი, ბევრს ეწყინება და ეტკინება, მაგრამ ეწყინოთ და ეტკინოთ! ხალხი, რომელსაც დაავიწყდა, მიშას დროს წაკუზული რომ იყო და ყლაპავდა ყველაფერს, უპასუხოდ ტოვებდა დედის გინებას, ცოლის შეურაცხყოფას იქამდეც კი, რომ ამ გიჟს და გადარეულს პირველი ღამის უფლება ჰქონდა მინიჭებული, როგორ გგონიათ სააკაშვილის უკან მობრუნებას შეეწინააღმდეგება?
სააკაშვილმა ადამიანებზე ცოცხების პლანტაციები გააშენა და ნახევარ საქართველოს ცოცხები გაურჭო! 300 ათას კაცს ციხე გამოატარა, ეკლესია შეგვიგინა, ახალგაზრდობა გარყვნა, ლიტერატურა შეგვიბილწა, ქართველობა შეგვიგინა… დიახ, ეს ყველაფერი უცბად დაავიწყდათ, შემოუტრიალდნენ ბიძინა ივანიშვილს და პრეტენზიები აქვთ. გასაგებია, რომ გაჭირვება საშინელებაა, მაგრამ ვინ ჩააგდო გაჭირვებაში ეს ხალხი? დღეს საქართველოდან მიდის თაობა, რომელსაც თავის გაწირვა შეუძლია, და მოდის „ნანუკას შოუს“ თაობა, დუტას თაობა, ლგბტ-ს თაობა! ამიტომაც გეუბნებით, რომ საშიშროება არის ძალიან დიდი. ნერვებს იმიტომ ვასკდები, რომ ვხედავ, საქმე კარგად არ მიდის!.. ახალაიასა და მკვლელებს რომ იცავენ, სად იყო ცხრა წელიწადი ევროპა, როცა ჩემს სამშობლოს ანადგურებდნენ? სააკაშვილი მძორია… სასწრაფოდ დააპატიმრეთ გიგა ბოკერია, თორემ მერე გვიან იქნება იდაყვზე კბენა“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.