“სააკაშვილს თუ დავიჭერთ, მარგველაშვილს მისი შეწყალება შეუძლია“

სააკაშვილს თუ დავიჭერთ, მარგველაშვილს მისი შეწყალება შეუძლია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს. ძიძიგურის თქმით, მიხეილ საკაშვილმა დანაშაულები ჩაიდინა და ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. “ სახელმწიფოს პირველ და უმაღლესი თანამდებობის პირებს არ უნდა ჰქონდეთ ინდულგენციები წინასწარ, რომ ის არის მაღალი თანამდებობის პირი და მასზე თუ სამართლებრივი პროცესები დაიწყება, ეს იქნება პოლიტიკური დევნა. ამის არ უნდა შეეშინდეს ხელისუფლებას და უარი არ უნდა თქვას გამოძიებაზე, როდესაც დანაშაული სახეზეა. მე ვგულისხმობდი იმას, რომ თუკი პოლიტიკურად, ქვეყნისთვის არის დამაზარალებელი ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, იქნება დაპატიმრებული, ასეთ შემთხვევაში არსებობს შეწყალების მექანიზმი და ამის გამოყენება შეიძლება. ანუ, ჩვენ პოლიტიკური ზიანისგან ჩვენი ქვეყნის დაცვის მექანიზმი გაგვაჩნია ასეთ შემთხვევაში. თუმცა, არა ის, რომ არ გამოვიძიოთ და, საერთოდ, თავი დავანებოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ამ რეჟიმმა 9 წლის მანძილზე ჩაიდინა. ეს ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომელიც მე საჯაროდ ვთქვი“, – განუცხადა „ახალ თაობას“ ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები