მამუკა მდინარაძე: როდესაც სამთავრობო გუნდში ვხედავთ პარლამენტის წიაღიდან წამოსულ ბევრ ადამიანს, პროფესიონალებს, რაც ყველაზე მთავარია სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს, ეს იმედს გვაძლევს, რომ მთავრობის საქმიანობა გამართული იქნება
„როდესაც ჩვენ სამთავრობო გუნდში უკვე ვხედავთ პარლამენტის წიაღიდან წამოსულ ბევრ ადამიანს, თან საუკეთესო ადამიანური თვისებებით, საუკეთესო პროფესიონალებს, რაც ყველაზე მთავარია სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს, ეს, რა თქმა უნდა, იმედს გვაძლევს, რომ მთავრობის საქმიანობა გამართული იქნება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა. ბუნებრივია, მე ეს ნდობა გამძაფრებული მაქვს ირაკლის მიმართ, მაგრამ, ზოგადად, ალბათ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, დიდი ნაწილი და შემადგენლობა, დიდი უმრავლესობა რწმუნდება, რომ ასეთი პატიოსანი, პირველ რიგში ამით დავიწყებ, პატიოსანი, თავის ქვეყნის მოყვარული და პროფესიონალი ადამიანი ბევრი არ არის ამ ქვეყანაში. ის ნამდვილად არ არის შემთხვევით ამ თანამდებობაზე, იმიტომ, რომ ირაკლი არის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, ყველაზე სანდო თავის სამშობლოსთვის, არა რომელიმე პერსონისთვის, დავუშვათ. განსაკუთრებით, მათ შორის, გუნდისთვის. ეს რომ ერთმანეთს ემთხვევა, მთელი კომფორტში ამაში მდგომარეობს. გუნდისთვის და სამშობლოსთვის სანდოობა როდესაც ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის ყველაზე დიდი კომფორტი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. ჩვენთვისაც მორალური კომფორტია, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. პროფესიონალიზმი, სანდოობა, უღალატობა, პატიოსნება, სამშობლოს სიყვარული და ა.შ. ეს ყველაფერი მოჭარბებულად აქვს ირაკლის. წარმატება მინდა ვუსურვო მას და მის გუნდს.
ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერებთ საპარლამენტო საქმიანობით, მათ შორის, საპარლამენტო კონტროლითაც კი. სულ რომ არცერთი შემოვიდეს ოპოზიციიდან, რაც გამორიცხულია, ჩვენ გარკვეულ ფუნქციებს ჩვენს თავზე ავიღებთ ამ მიმართულებითაც, რასაც ისინი არ აკეთებდნენ არცერთ ჯერზე. ისინი ხომ ტყუილებს იგონებენ, თავიანთ ტყუილებზე შემდეგ ბრაზდებიან. შესაბამისად, ეს თავის გაბრაზება და ფეიკ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. რეალურად მართლაც ბევრი შეიძლება იყოს გასაკრიტიკებელი და გასაკრიტიკებელზე სიტყვა არ წაუცდებათ ხოლმე. ის გასაკრიტიკებელი მათი წარმოდგენით იმ ხარისხის არ არის, მათთვის სარგებელი რომ მოიტანოს და მათი პატრონებისთვის. ამიტომ, ამას არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.