“პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს როლს, რაც პირველ რიგში, კონსტიტუციის დაცვასა და სახელმწიფოებრივ მიდგომებში გამოიხატება” – იონათამიშვილი

“პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს როლს, რაც პირველ რიგში, კონსტიტუციის დაცვასა და სახელმწიფოებრივ მიდგომებში გამოიხატება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

„უმნიშვნელოვანესია მაღალი რეპუტაცია საზოგადოების მხრიდან, სახელმწიფოებრივი ხედვა მისი მხრიდან, ეროვნულობა და ეროვნული ღირებულებების გაზიარება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის.

თვითონ ეს პროცესი იქნება ძალიან საინტერესო, ვინაიდან ახალი პრინციპით და პროცედურებით მოხდება პრეზიდენტის არჩევა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები