“საერთაშორისო არენაზე ჩვენთვის, ანუ ქვეყნისთვის სახელის შელახვის, გაშავების და ჩვენ პარტნიორებზე დეზინფორმაციის მიწოდების საქმეში უდიდესი წვლილია „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების” – გიორგი გამსახურდია

“საერთაშორისო არენაზე ჩვენთვის, ანუ ქვეყნისთვის სახელის შელახვის, გაშავების და ჩვენ პარტნიორებზე დეზინფორმაციის მიწოდების საქმეში უდიდესი წვლილია „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების. მაგრამ, ასევე, წვლილი მიუძღვით გარკვეულ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური მისიების ზოგიერთ წარმომადგენლებს და ადგილზე მომუშავე ზოგიერთ ამავე უწყების თანამშრომელს, როგორც მინიმუმ, თავისი საქმის არაჯეროვნად შესრულების და როგორც მაქსიმუმ, შეგნებული საბოტაჟის სახით”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„საერთაშორისო არენაზე ჩვენთვის, ანუ ქვეყნისთვის სახელის შელახვის გაშავების და ჩვენ პარტნიორებზე დეზინფორმაციის მიწოდების საქმეში, უდიდესი წვლილია ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტების. მაგრამ ასევე წვლილი მიუძღვით, გარკვეულ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური მისიების ზოგიერთ წარმომადგენლებს და ადგილზე მომუშავე ზოგიერთ ამავე უწყების თანამშრომელს. როგორც მინიმუმ თავისი საქმის არაჯეროვნად შესრულების და, როგორც მაქსიმუმ, შეგნებული საბოტაჟის სახით. იმის მტკიცება მათი მხრიდან, რომ აპოლიტიკურნი არიან, არის სრული სიცრუე. ეს სიცრუე კიდევ, პირდაპირ გამოსჭვივის მათგან, გინდა ქცევებში, გინდა საუბრებში და გინდაც სოცქსელებში მათი აქტივობებით. იყავი აპოლიტიკური, თავისთავად ცხადია, მაგას არავინ გიშლის, მაგრამ ემსახურე შენ ქვეყანას და არ ემსახურო აგენტურის ინტერესებს. რომელი ინტერესიც სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სახით არის წარმოდგენილი“, – წერს გამსახურდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები