BBC: რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მიაწოდა და სანქციები დაარღვია

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიმდინარე წლის მარტიდან მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მიაწოდა.

ბრიტანეთში, ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Open Source Centre, ინფორმაციას სატელიტური გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ნავთობი არის საფასური ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად გაგზავნილი იარაღისა და სამხედროების სანაცვლოდ.

ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება არღვევს გაეროს სანქციებს, რომლებიც ზღუდავს ამ ქვეყნისთვის ნავთობის მიყიდვას.
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აკრძალული აქვს ღია ბაზარზე ნავთობის შეძენა. მას წელიწადში მხოლოდ 500 ათასი ბარელი ნავთობის შეძენა შეუძლია, რაც მისთვის საჭირო რაოდენობაზე ნაკლებია.

სატელიტური გამოსახულებების თანახმად, 10-ზე მეტი ჩრდილოკორეული ნავთობტანკერი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ნავთობტერმინალთან გასული რვა თვის განმავლობაში 43-ჯერ ჩავიდა.

„მაშინ, როდესაც კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს ომის გასაგრძელებლად სამაშველო რგოლს აწვდის, რუსეთი ჩუმად აწვდის ჩრდილოეთ კორეას თავის სამაშველო რგოლს. ნავთობის ეს მუდმივი ნაკადი ჩრდილოეთ კორეას უზრუნველყოფს სტაბილურობის დონით, რომელიც მას სანქციების დაწესების შემდეგ არ უნახავს“, – განაცხადა Open Source Centre-ის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები