შალვა პაპუაშვილი: ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება

“ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელს იღებს კონსტიტუციაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზე ხელაღებული ქცევით.

„პირდაპირ გამოვიდა ტელევიზიით უცხოურ მედიაში და თქვა, რომ ეს არჩევნები საქართველოში რუსეთმა ჩაატარა. როდესაც მას პროკურატურამ სთხოვა მტკიცებულებების მიტანა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმაც მოუწოდა პროკურატურაში მისვლისკენ, გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ მტკიცებულებებს როგორ მთხოვთო, პატარა ჭორაობა აღარ მაპატიოთ საკუთარ ქვეყანაშიო. ასეთი დამოკიდებულება აქვს, რა ვუყოთ. ერთადერთი ნუგეში, რაც გვაქვს არის ის, რომ რამდენიმე დღე, რაც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, რამენაირად ისე გავატაროთ, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ამ ფაქტორს, შემდეგ ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც ღირსეულად შეასრულებს ამ ფუნქციას. ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება – ქალბატონმა სალომემ დააზიანა ინსტიტუტი, „ენჯეოების“, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი აქტორის წაქეზებით და დახმარებით. ამ ზიანის აღმოფხვრას დრო დასჭირდება. ისეთი ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს, როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზე ხელაღებული ქცევით. დაიგულა რა თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ და უცხოელებისგან, რომ დაუსჯელი იქნებოდა კონსტიტუციურად, ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელს იღებს კონსტიტუციაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები