შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია ნათელაშვილის ადგილს იკავებს ყველაფერში წარმატებით, როგორც მანერებით, ისე პოლიტიკური სტილითა და გადაწყვეტილებებით

„ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ ეს პარტია აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტული პარტიის ნიშას. ყველანაირად დაემსგავსნენ ნათელაშვილს და ლეიბორისტულ პარტიას. მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა, ეს ნათელაშვილის მეთოდია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია შალვა ნათელაშვილის ადგილს იკავებს ყველაფერში წარმატებით, როგორც მანერებით, ისე პოლიტიკური სტილითა და გადაწყვეტილებებით.

“გახსოვთ, ყველა პარლამენტში ასე აკეთებდა, მერე პარლამენტის თავმჯდომარეებს წერილს წერდა – ე.წ. პარლამენტის, ე.წ. თავმჯდომარეს და რაღაცებს ითხოვდა ხოლმე. გიორგი გახარიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა, პარტიულადაც ასე არიან. როგორც ლეიბორისტულ პარტიაში ნათელაშვილის მინიონები მას ჰბაძავდნენ, მის პარტიაშიც ვხედავთ რომ მისი მინიონები გახარიას ჰბაძავენ. გიორგი გახარია ნათელაშვილის ადგილს იკავებს ყველაფერში წარმატებით, როგორც მანერებით, ისე პოლიტიკური სტილითა და გადაწყვეტილებებით. ალბათ მომწერს შემდეგ მე – ე.წ. პარლამენტის, ე.წ. თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს… და ასეთ ცირკთან გვექნება საქმე. ადამიანი ამ ქვეყნის პრემიერი იყო და ამ დონეზე რომ დაეშვება რაღაზე უნდა გვქონდეს საუბარი. თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო? შეასრულონ თავიანთი სიტყვა. დადგება 25 ნოემბრის დღის მეორე ნახევარი და ვნახავთ ამ ოპოზიციას რამდენად შეუძლია საკუთარი სიტყვის შესრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები