მეტ გეტცმა, რომელიც ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა

მეტ გეტცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მომენტი იყო, ნათელია, რომ ჩემი კანდიდატურას უსამართლოდ გადაჰქონდა ყურადღება ტრამპი/ვენსის ტრანზიციის [ჯგუფის] კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოსგან. ვაშინგტონის უსარგებლოდ გაჭიანურებულ აყალმაყალზე დასაკარგი დრო არ არის, ამიტომ გენერალური პროკურორის კანდიდატურიდან ჩემს სახელს ვხსნი. ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტი ადგილზე და მზად უნდა იყოს პირველივე დღეს“, – წერს გეტცი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი გეტცთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ანგარიშის გამოქვეყნებაზე ბჭობდა.

მანამდე NBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის კონგრესმენად მუშაობის დროს ეჭვმიტანილი იყო სექსუალურ შევიწროებაში, ნარკოტიკების მოხმარებასა და ქრთამის აღებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები