ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ რელიგიათა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ რელიგიათა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
,,სხდომაზე ისაუბრეს რელიგიურ გაერთიანებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო გავლენაზე. ასევე განიხილეს სახალხო დამცველის მიერ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში შეფასებული საკითხები, მათ შორის, ბათუმის მეჩეთის მშენებლობის თაობაზე და თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეცვლილი რეგულაცია – სასულიერო პირების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით.
დასასრულს გამართულ დისკუსიაზე საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და პრიორიტეტები დასახეს”,- წერია ინფორმაციაში.