ლანა გალდავა: ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ლანა გალდავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გალდავა აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს.

„ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით. ეს არის ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის მიმართულება შეჩერებულია“,- აცხადებს გალდავა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები