“პროკურატურას მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ფარგლებში” – კალანდარიშვილი
“პროკურატურას მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ფარგლებში”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ის პროკურატურაში, გამოკითხვაზე მივიდა.
“ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც გაისმა არჩევნების გაყალბებასა და მანიპულაციასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ ბრალდების შესახებ, რომელიც განსაკუთრებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება.
აღნიშნულზე საგამოძიებო უწყებამ გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.