ზურაბიშვილი – ბორელს: საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჯოზეფ ბორელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
„გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, – წერს პრეზიდენტი X-ზე.