ლევან მგალობლიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები