გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე ბოლო დღეები დარჩა და შეიძლება ამიტომაც არის აგონიაში.

“სალომე ზურაბიშვილს თავი ჰგონია ფარაონი. ის ყველაფერს ფლობს და ყველაფერი იცის. ამიტომ არავის აზრს არ ითვალისწინებს და დაწერა ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ბოლო დღეები აქვს და შეიძლება ამიტომაც არის აგონიაში და ასეთი ტიპის უსაფუძვლო საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა სასამართლოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. პრეზიდენტი ფარულობისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას დავობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები