“გიორგობის დღესასწაულზე თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
“ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – გიორგობა, რომელიც აღინიშნება 23 ნოემბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატრიარქო ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს მიმართავს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
“დღესასწაულზე თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი “ბეიჯები”, – წერია ინფორმაციაში.