“ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ სიტუაციაშია ოპოზიცია, როდესაც მთელი მედიასაშუალებები ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას” – მაჭარაშვილი

“ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ სიტუაციაშია ოპოზიცია, როდესაც მთელი მედიასაშუალებები ჩვენ გვეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“როცა გინდა, ხელისუფლება შეცვალო, საზოგადოებაში, სულ მცირე, მორალური უპირატესობით უნდა სარგებლობდე და ამით საზოგადოების უმრავლესობა მხარს გიჭერდეს. გვარამიას როგორ ექნება მორალური უპირატესობა ხელისუფლებასთან შედარებით, როცა, სულ მცირე, 8 ათას წლიან ღვინოს შეურაცხყოფას აყენებს და ხალხს აგინებს. როგორ ექნება მორალური უპირატესობა ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას არღვევს და საკუთარ ხალხს თავისივე ადმინისტრაციიდან შეურაცხყოფას აყენებს. მორალურ უპირატესობაზე როგორ ისაუბრებს ვაშაძე, რომელიც ხალხსაც და პაციენტებსაც აგინებს, ატყუებს და იმავდროულად, ყველა ერთად მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას. ესენი აგზავნიან უცხოეთში ეპისტოლეს და ამბობენ, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოურ ძალებს უნდა გადააბარონ. როცა არ გაქვს მორალური უპირატესობა, როცა არ გაქვს მშვიდობის განცდა, უმრავლესობის მხარდაჭერა ბუნებრივად ვერ გექნება. ამიტომ ყოველთვის დაბნეული იქნები, არც აქციაზე და არც არჩევნებზე არასდროს გექნება საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს არის ძირითადი არსი, რის გამოც ხალხი დაბნეულია და ერთმანეთსაც კი უპირისპირდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები