დავით კირთაძე ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს

დავით კირთაძეს, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს.

ის ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო – სასამართლომ გიორგი კალანდარიშვილის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.

კირთაძის დაჯარიმება საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარის ოდენობით აჯარიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები