ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის ლიკვიდაცია განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, აფიფი უშუალოდ მონაწილეობდა ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ ტერორისტული მოქმედებების წინსვლაში.
„აფიფის მიერ ლიბანური მედიისთვის გადაცემული შეტყობინებები წაახალისებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის პასუხისმგებელი იყო ისრაელის საზოგადოების წინააღმდეგ მრავალ ფსიქოლოგიურ ტერორისტულ ოპერაციაზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.