ლიეტუვის პრეზიდენტი – “ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას”

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ადასტურებს, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა მიიღო, – ინფორმაციას გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნაუსედას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ეს გადამწყვეტი მომენტია.

„ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა. მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა. იყავი ძლიერი, უკრაინა!“- წერს ნაუსედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები