რუსული ძალების შეტევას უკრაინის ოლქებზე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. სუმის ოლქში კი ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც რვა პირი ემსხვერპლა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმა დნეპროვსკის რაიონში განხორციელდა, სადაც რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატით მანქანას დაარტყეს. დაღუპულია ორი პირი, ხოლო დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

იერიშები განხორციელდა ხერსონის სხვა რაიონებშიც.

“ამ დროისთვის, რუსული საოკუპაციო ჯარების მხრიდან დაბომბვების შედეგად სამი გარდაცვლილისა და ცხრა დაშავებულის შესახებ არის ცნობილი”, – აღნიშნა მროჩკომ.

რუსულმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა სუმის ოლქშიც. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია რვა პირი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ხოლო დაშავებულია ათი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და დაზარალებულების ევაკუაციას ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები