“მის სამყარო 2024” დანიელი ვიქტორია კიაერ თეილვიგი გახდა
„მის სამყარო 2024-ის“ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული დანიელი ვიქტორია კიაერ თეილვიგი გახდა. 21 წლის პროფესიონალმა მოცეკვავემ, მეწარმემ და დამწყებმა ადვოკატმა დაამარცხა 126 სხვა კონკურსანტი და გაიმარჯვა ყოველწლიურ სილამაზის კონკურსზე მეხიკოში.
წელს პირველად მის სამყაროს 72-წლიან ისტორიაში მონაწილეობის უფლება მიეცათ 28 წელზე უფროსი ასაკის ქალებს. ხოლო, ბეატრიჩე ნჰოია მალტადან გახდა პირველი და ერთადერთი ქალი 40 წლის ასაკში, რომელიც ფინალამდე მივიდა.