ტრიუდო: უკრაინაში ომი შესაძლოა უახლოეს თვეებში დასრულდეს
კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრიუდო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი უახლოეს თვეებში შეიძლება დასრულდეს, წერს Bloomberg.
შესაბამისი განცხადება მან პერუში გააკეთა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრო. ტრიუდოს ჰკითხეს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ბოლო მოწოდების შესახებ რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინთან და მან მხარი დაუჭირა მას:
„ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომელთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, არ ვეთანხმებით“.
თუმცა, მან დასძინა, რომ კანადა რჩება უკრაინის გამარჯვების ერთგული და სურს ომის დასრულება რაც შეიძლება მალე, ის ვარაუდობს, რომ “ეს შეიძლება მოხდეს უახლოეს თვეებში”.