დავითულიანი – ოპოზიციაზე: საბავშვო ბაღის დონეზეა დასული; სადაც სწვდებიან, აბნელებენ და აშავებენ

“საბავშვო ბაღის დონეზეა დასული [ოპოზიცია]. სადაც სწვდებიან, აბნელებენ და აშავებენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ მისწვდნენ მთელს საქართველოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ცესკოში მომხდარ ინცინდენტზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამ უმდარეს აქტს ჰქონდა წინასწარ განზრახულობა, რადგან ყავის ჭიქით, რაც ეთერში ჩანდა, შეტანილი საღებავი, წინასწარ განზრახვას ნიშნავს. საბავშვო ბაღის დონეზეა დასული. სადაც სწვდებიან, აბნელებენ და აშავებენ, მაგრამ საბედნიეროდ, ვერ მისწვდნენ მთელს საქართველოს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ცესკოში, სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები