ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ჩვილი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძარს ათი ახალშობილი ემსხვერპლა, ხოლო 16 დაშავდა. ცეცხლი ქალაქ ჯანსიში მდებარე საავადმყოფოში გაჩნდა.
მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა იმ პალატაში, სადაც 55 ახალშობილი იმყოფებოდა, ხოლო მეხანძრეებმა 45-ის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარის შემდეგ ადგილობრივებს კითხვები გაუჩნდათ საავადმყოფოს უსაფრთხოების ზომებზე. თვითმხილველები ამბობენ, რომ საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან რეაგირება იქამდე არ მოხდა, ვიდრე თავად არ შეამჩნიეს კვამლი.
საავადმყოფოში დამონტაჟებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები, თუმცა ისინი არ ამოქმედებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.