“ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ახალი ოპერაცია აქვთ, ოპერაცია რიგითი კირთაძის გადასარჩენად” – დავით ჩიხელიძე
“ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ახალი ოპერაცია აქვთ, ოპერაცია რიგითი კირთაძის გადასარჩენად. ოპერაცია ორი მიმართულებით მიმდინარეობს, ცდილობენ – გამყალბებელი და ხულიგანი კირთაძისგან გმირი შექმნან, პარალელურად კი მის პოლიტდევნილობაზე ამახვილებენ ყურადღებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რეალურად, საქმე გვაქვს წინასწარ განზრახულ და დაგეგმილ დანაშაულთან, “ნაციონალურ მოძრაობაში” რამდენიმე დღის წინ დაგეგმეს ოპერაცია, რომლის შესრულებაც მათ ცნობილ ხელის ბიჭს კირთაძეს დაევალა, ხელის ბიჭი შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ასეთი უღირსი საქციელის ჩამდენი, მხოლოდ და მხოლოდ ხელის ბიჭი, ბრძანების უპირობო შემსრულებელი ადამიანი შესაძლოა იყოს, რომლისთვის არაფერს ნიშნავს, არც მორალი და არც პირადი ნაცნობო, გუშინდელი ქმედება რომ სპონტანური არ იყო ეს რამდენიმე ფაქტით დასტურდება, დილით ოპოზიციურმა მედიებმა გაბრაზებული კირთაძე აჩვენებს, რომელიც ცესკოს ეზოში, პოლიციელთან კამათის შემდეგ შედის( წინასწარ შეამზადეს ნიადაგი, რომ კირთაძე „სიმართლის“ მხარეს დგას, მან ასევე წინასწარ ჩაანაცვლა ყავა, საღებავით, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, კირთაძის მეუღლემ რომელიც ცესკოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, მეუღლის გამოხტომამდე დაწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება….. )
ახლა ოპოზიცია ცდილობს, კირთაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურ დევნად გაასაღოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, კირთაძის მიმართ, არა პოლიტიკური დევნა, არამედ საქმის სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს, ალბათ კირთაძის მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი რათა აღნიშნულ საქმე წონადობა შესძინოს.
არ ვიცი, კირთაძემ რის სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მან ღირსებაზე უარი დიდი ფულის სანაცვლოდ განაცხადა”, – წერს ჩიხელიძე.