სამტრედიაში, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
სამტრედიაში, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლო მომავალში ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს, აღნიშნულ სტრუქტურაში, ყველა არსებული სერვისით სარგებლობა შეეძლებათ.