ევროკომისიამ Meta 797 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკომისიამ კომპანია Meta 797 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.
„ევროკომისიამ კომპანია Meta დააჯარიმა. კომპანია დაჯარიმდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის, მისი ონლაინ განცხადებების სერვისის Facebook Marketplace-ის პირად სოციალურ ქსელ Facebook-თან დაკავშირებული და სხვა ონლაინ განცხადებების სერვისის პროვაიდერებისთვის უსამართლო სავაჭრო პირობების დაწესებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Meta აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.