სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის ჯამში 50 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, კაპიტალური გზა იგება ტოლებში სამი მიმართულებით, ნიგორზღვის და სოფელ ნოღაში. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
„ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სრულდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი მნიშვნელობის ჯამში 50 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.