აშშ-ში, ლიანდაგზე ავტომობილი გაიჭედა – შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, მანქანიდან ბავშვების გადმოყვანა მოახერხეს (ვიდეო)

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მძღოლმა მოქმედ ლიანდაგზე ავტომობილით გადასვლა გადაწყვიტა, რა დროსაც გაიჭედა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ავტომობილში, რომლისკენაც მატარებელი მიემართებოდა, უკანა სავარძელზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვები მანქანიდან რამდენიმე წამით ადრე გადმოიყვანეს, სანამ ავტომობილს მატარებელი შეეჯახებოდა. ბავშვები ავტომობილის მძღოლმა და შერიფის მოადგილემ გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები