ირაკლი კობახიძე: ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხმის მისაცემად 27-ე საარჩევნო უბანზე მივიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო.

პრემიერის განცხადებით, ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნებია, სადაც ხალხი ომსა და მშვიდობას შორის აკეთებს არჩევანს.

“ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები. სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი ამორალურ და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს არჩევნებში და ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ და ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას და ეკონომიკურ წინსვლას ყველა მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები