მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე: რა კითხვებიც ჰქონდათ დამკვირვებლებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა

“რა კითხვებიც ჰქონდათ დამკვირვებლებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო პროცესზე იყო.

„საუბარი იყო რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა საქართველოში პოლიტიკურად, რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი დღის წესრიგი და ზოგადად რა მოლოდინები გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხები, რაც განვიხილეთ და რა თქმა უნდა, რა კითხვებიც ჰქონდათ დამკვირვებლებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები