ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში „საქართველოს პარნასის“ წარდგენა გაიმართება

16 ოქტომბერს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში (ლ. გუდიაშვილის ქ. 5) ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული საქართველოს უნიკალური რუკის წარდგენა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, რუკის სახელწოდებაა „საქართველოს პარნასი“ და მასზე აღბეჭდილია ქართული მწერლობის წარმომადგენლების – პოეტების, პროზაიკოსების, ბელეტრისტების, მთარგმნელების ფოტოები ან გრაფიკული პორტრეტები – სულ 720 პორტრეტი.

,,იდეის ავტორია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.
„რუკაზე პორტრეტები განთავსებულია შემოქმედთა მშობლიური კუთხეების და ადგილების მიხედვით, სადაც შესაძლოა იყოს მათი სახლ-მუზეუმიც. 700-ზე მეტი მწერლის განთავსების პრინციპი დიაქრონიულია – უადრესი ავტორი იაკობ ცურტაველია, ხოლო ყველაზე მოგვიანო – გივი შაჰნაზარი (გარდაიცვალა 2024 წლის სექტემბერში). გარდა იმისა, რომ ყველა ფოტოს აქვს თავისი ნომერი, რუკის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კალენდარულადაა დატანილი ყველა ავტორი თავის დაბადების თარიღთან და ლიტერატურულ ფსევდონიმთან ერთად. იმ ავტორთა შემთხვევაში, რომელთა დაბადების თარიღი ისტორიამ არ შემოინახა, მოყვანილია გარდაცვალების თარიღი. თუ გარდაცვალების თარიღიც უცნობია, მაშინ ეს იქნება მისი მოხსენიების თარიღი (ოფიციალურად მიღებული, როგორც რუსთაველის შემთხვევაშია) ან პირობითად დაშვებულია ჩვენს მიერ. გარდა ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლებისა, რუკაზე ვხედავთ ასევე სხვა ეროვნების მწერლებსაც, რომელთათვისაც საქართველო და ქართული კულტურა მშობლიური იყო. ამ რუკის შედგენის იდეის ავტორი მე გახლავართ. ჯგუფს, რომელმაც ეს იდეა განახორციელა, ბატონი ლევან თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობდა. დიზაინის ავტორია ბატონი ბაადურ ქობლიანიძე”, – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები