გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა.
ზუგდიდში მდინარე ჩხოუშია ადიდდა, რამაც ჩაიკოვსკის ქუჩაზე საფეხმავლო ხიდის დაზიანება გამოიწვია.
გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე დაზიანდა ხიდ-ბოგირები.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაადგენს. სტიქიის ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი – მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.