მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ამ კონტექსტში  საუბარი შეეხო სააგრეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ქ.ბაქოში დაგეგმილი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს  ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა.  მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები