გარე წრეები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალ გეგმებს ამზადებენ – ალიევი

გარე წრეები, რომლებსაც არ შეუძლიათ აზერბაიჯანის გამარჯვების მიღება, ახალ გეგმებს ამზადებენ ქვეყნის წინააღმდეგ,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისის მეშვიდე მოწვევის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში რევანშისტული ძალები ძლიერდებიან. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ მარგინალურ პოლიტიკურ ელემენტებს, არამედ სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებასაც ეხება.

„ეს არის შავი პიარისა და ცილისწამების კამპანიების მიზანი, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. მათ სურთ, ეს თემა დღის წესრიგში შეინარჩუნონ იმ იმედით, რომ აზერბაიჯანი ოდესმე თუ წაიბორძიკებს ან დასუსტდება, ჩვენ წინააღმდეგ ბინძური საქმეების წამოწყება შეძლონ“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სამხედრო ძლიერების გაზრდაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მეორე ომი და ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ახალი კონფლიქტების კერების წარმოქმნა და ჩვენ გარშემო დაძაბულობის ესკალაცია, ისევე როგორც რევანშისტული ტენდენციები სომხეთში, გვაიძულებს, მუდმივად ვიყოთ ყურადღებით ამ სფეროს მიმართ“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები