ავტობანზე, წიწამურთან მომხდარ ავარიას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა

ავტობანზე, წიწამურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი დაიღუპა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები