Reauters: ირანი “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” საკომუნიკაცო მოწყობილობების გამოყენებას უკრძალავს

ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების შემდეგ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფს წარმოადგენს, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აკრძალეს.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გუშაგთა კორპუსი ყველა ელექტრონული მოწყობილობის მასშტაბურ შემოწმებას ატარებს. მათი უმეტესობა ირანშია წარმოებული, ან ჩინეთიდან და რუსეთიდან ჩატანილი.

გამოცემის წყარო არ აკონკრეტებს, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს გუშაგთა კორპუსის წევრები. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ ახლა ისინი მესენჯერებში შიფრებს იყენებენ.

ირანის ხელისუფლება ასევე არ გამორიცხავს თავის ტერიტორიაზე ისრაელის აგენტების ფუნქციონირებას და უკვე დაწყებულია გამოძიება გუშაგთა კორპუსის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 3 ათასზე მეტი კი დაშავდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები