“კომედია, ტრაგიზმი, დრამა – ყველანაირი ჟანრი შესთავაზეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა საზოგადოებას” – კირცხალია

“კომედია, ტრაგიზმი, დრამა – ყველანაირი ჟანრი შესთავაზეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა საზოგადოებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, არანაირი მელია-გვარამიას გაერთიანება, ხაზარაძე და გახარია არ არსებობს და ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის შემადგენელი“ ნაწილი.

“საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის ჰალსტუხს დაიკიდებენ და რა ნომერს დაიწერენ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, რომელთა სტრატეგიაც არის ზოგჯერ გაერთიანება და ზოგჯერ დაყოფა. მოვიდა არჩევნები და იმედია, რომ ამ „სერიალის“ ფინალში ვართ გასული“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები