“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, პეკინის N14-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით,
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

„ჩემთვის პრიორიტეტულია მოქალაქეებთან ყოველდღიური, უშუალო კომუნიკაცია, რადგან ვსაუბრობთ მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გამარჯვების შემდეგ პარლამენტში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, თითოეული მათგანის წარმომადგენელი ვიქნები,“- განაცხადა საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა.

მოქალაქეებთან შეხვედრას, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი – ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გიზო ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები