იტალიაში აფეთქებას ოჯახის ოთხი წევრი ემსხვერპლა

იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, ქალაქ სავიანოში აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა.

BBC-ის ცნობით, აფეთქება ორსართულიან სახლში მოხდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევას ორი ბავშვი, მათი დედა და ბებია ემსხვერპლნენ. მაშველებმა მამის და ჩვილის გადარჩენა მოახერხეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. კაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები