შრი ლანკის პრეზიდენტი ანურა კუმარა დისანაიაკე გახდა

შრი ლანკის ახალი პრეზიდენტი მარქსისტული შეხედულებების მქონე ანურა კუმარა დისანაიაკე გახდა,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მის საარჩევნო დაპირებებს კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური აღდგენის შესახებ ამომრჩეველთა უმეტესობამ ნდობა გამოუცხადა.

ანურა კუმარა დისანაიაკემ არჩევნებში 5.6 მილიონი ხმა მოიპოვა, რაც ამომრჩეველთა ხმების 42.3 პროცენტია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მიერ მოპოვებულ სამ პროცენტთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები