,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი – ზუკა რურუა, „ქართული ოცნების” ვაკის რაიონული ორგანიზაციის პარტიულ აქტივს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებსა და საარჩევნო პროცესში პარტიული აქტივის ჩართვის მნიშვნელობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვაკის გამგებელი – დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი – ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები