მიმდინარე წელს GWP დედაქალაქში 70 კილომეტრამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს განაახლებს.
შესაბამის ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
“2024 წელს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ თბილისში 70 კილომეტრამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს განაახლებს.
აღნიშნული მიმართულებით, ჯამურად, 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – წერია GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.